ენდორფინების გააქტიურება
ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს საერთო, რაც ყველა
სულიერ არსებას აბედნიერებს - ესაა სიყვარული, საყვარელ ადამიანებთან
ყოფნა, სიახლოვე და ჩახუტება. ამას გარდა, არსებობს უამრავი სხვადასხვა
მდგომარეობა, რის დროსაც ენდორფინები აქტიურდება, ასეთ დროს ჩვენ თავს
ბუნებრივ მდგომარეობაზე ბევრად უფრო ბედნიერად და კარგად ვგრძნობთ. ეს
შეიძლება იყოს მუსიკის მოსმენა, ცეკვა, სპორტი, ძილი, საყვარელი ფილმის
ყურება თუ საინტერესო წიგნის კითხვა. უმჯობესი იქნება ყველა ინდივიდმა
თვითონ აღმოაჩინოს და იცოდეს, რა მოქმედება, რისი კეთება ანიჭებს ბედნიერებას
მას.
იყო ბედნიერი, ეს ძალიან
სასიამოვნოა და სასარგებლო. იმიტომ, რომ ბედნიერება ეს უდიდესი ენერგიაა, რომელიც ჩვენ
დაბადებიდანვე გვეძლევა, ბედნიერება თავად ჩვენშია. სამყარო სავსეა ბედნიერებით, სიყვარულით
და სიხარულით. უბრალოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ ვიყოთ ჰარმონიაში სინათლის ამ უკიდეგანო
წყაროსთან.
მაშ ასე, თუ კი თქვენ ბედნიერებას მხოლოდ მომავალს უკავშირებთ, უბრალოდ დაივიწყეთ ასეთი შეხედულება. ეცადეთ ყოველი დღე იყოს დადებითი, შექმენით თქვენივე ბედნიერება სწოორი დამოკიდებულებების დახმარებით და ისწავლეთ, რომ ის დეტალებშია, უბრალოდ მისი აღმოჩენა უნდა შეგელოთ და დამიჯერეთ, თქვენ ნამდვილად უფრო ხშირად იქნებით ბედნიერი.
ასე რომ დატკბით ცხოვრებით და გამოიმუშავეთ მეტი ენდორფინი.
No comments:
Post a Comment